ბიძინა ივანიშვილის ოპონენტები და მისი ყოფილი თანამებრძოლები ექსპრემიერის პოლიტიკაში დაბრუნებას პარტიაში მიმდინარე კრიზისით და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების მცდელობით ხსნიან. მათი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ 2024 წლის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მაღალი რეიტინგი აჩვენოს და პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს, თუმცა თვლიან, რომ ეს არარეალურია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო არჩევნებისათვის კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას სძენს.