დღეიდან კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე არსებული სანქციები მკაცრდება. ინიციატივა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა და აღნიშნა, რომ მსგავს დარღვევებზე ჯარიმები ჯერ კიდევ 2018 წელს გაიზარდა, თუმცა აღნიშნული სანქციები ყველასთვის შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა, რამაც ამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. კალაძის ინიციატივას ურბანისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. ისინი მერიას მოუწოდებენ, კანონი თავად დაიცვას და რეგულაციები სხვებისთვის შემდეგ გაამკაცროს. ამ თემაზე ხატია სამხარაძის სიუჟეტიდან უფრო მეტს გავიგებთ.