საბაჟო გამშვებ პუნქტებში - „სარფსა" და „სადახლო-საავტომობილოში", მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის იფორმაციით საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 429,74 ლარი შეადგინა.