საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი განმარტებისთვის უწყებაში დაიბარა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, დანიელ დიპლომატს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია შეხვდება.
ოფიციალური თბილისი დანიის ელჩისგან განმარტებას მის მიერ დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით ითხოვს, რომელშიც დიპლომატი ბიძინა ივანიშვილს უწოდებს ოლიგარქს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა.