გიორგი კავლელაშვილს, რომელიც მეუღლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ გაიმართა, სადაც ბრალდებული მკურნალობს.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ იყო, შესაბამისად სასამართლო პროცესი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ჩატარდა.