აშშ ჩინეთს მოუწოდებს, რომ ტაივანში გასამართ არჩევნებში არ ჩაერიოს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელის განცხადებით, აშშ ტაივანის არჩევნებში ნებისმიერი ტიპის გარე ჩარევას ეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება არჩეული, ტაივანის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი დარჩება და მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებების გასამართად აშშ ტაივანში დელეგაციას გაგზავნის. ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 13 იანვარს გაიმართება.