დანიის ელჩი საქართველოში "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს - დაიბარებენ თუ არა დიპლომატებს განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში - Palitra News

დანიის ელჩი საქართველოში "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს - დაიბარებენ თუ არა დიპლომატებს განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში

2024-01-11 15:47:38+04:00

დანიის ელჩი საქართველოში ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს. ევროპელი დიპლომატის მიერ დასავლურ მედიაში გავრცელებული წერილი მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ რომ ელჩმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა და ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა. დაანიის ელჩის განცხადების სულისკვეთებას იზიარებს ოპოზიციის ნაწილი. დაიბარებენ თუ არა დიპლომატებს განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში.