ბუშტები, რომელიც ჯანმრთელობისთვის მავნებელია- შპს სამი ძმა ბუშტების შეფუთვის ფოტოებს ავრცელებს, რომლის რეალიზაციაც შეწყვიტა. როგორც სადღესასწაულო აქსესუარებისა და საკონდიტრო მასალების იმპორტიორ კომპანიაში აცხადებენ, პროდუქციის მავნებლობა ლაბორატორიული კვლევევბით დადგინდა. კომპანია მომხმარებელს მოუწოდებს, თუკი მათ აღნიშნული ბუშტები შეიძინეს, „სამი ძმის“ ნებისმიერ ფილიალში, 60 დღის ვადაში დააბრუნონ.