პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი და "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, გიორგი გახარია პოლიტიკაში ივანიშვილის საჯარო დაბრუნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილმა რამდენიმე საკითხი აღიარა. მისი თქმით, მმართველი გუნდის დამფუძნებელმა დაადასტურა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან თავად იდგა. გიორგი გახარია ბიზინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.