დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი 21 თებერვალს ჩატარდება. დღევანდელი სასამართლო პროცესი კი, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მას შემდეგ გადადო, რაც ბრალდების მხარემ პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან პენიტენციური დეპარტამენტიდან წარდგენილ ოქმში მითითებული არ იყო სააკაშვილის პოზიცია, სურდა თუ არა მას მისი მონაწილეობის გარეშე პროცესის გაგრძელება. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი უნდა დაეკითხათ.