მმართველი გუნდი რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში სპეციალური განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა, რომლის ინფორმაციით, კანონპროექტი ახლო მომავალში დაინიცირდება. ოხანაშვილის განმარტებით, გამკაცრებული კანონი შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს. ოპოზიციონერი დეპუტატები კი აცხადებენ რომ ქართული ოცნება ახლა სამების საკათედრო ტაძარში ხატის დაზიანების ფაქტს პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს.