პუტინი ამას არ დაასრულებს იქამდე, ვიდრე ჩვენ ერთად არ დავასრულებთ მას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პუტინი გაჩერებას არ აპირებს.
„ჩვენი მთლიანად ოკუპირება სურს. ხანდახან პარტნიორების გაუბედაობა უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების, სწრაფი რეაგირების მხრივ, რუსეთის ფედერაციას გამბედაობასა და ძალებს მატებს.
რუსეთის პრეზიდენტი, ვიდრე უკრაინას არ დაანგრევს, არ დამშვიდდება. უკრაინის შემდეგ მშვენივრად იცით თუ ვის აქვს შემდგომი რისკები. უნდა გვესმოდეს, რომ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა შეიძლება იყონ შემდეგი, თუ ჩვენ ვერ გავძლებთ…
მათ [რუსებმა] ფინეთზე დაიწყეს ლაპარაკი, უზბეკეთის დამოუკიდებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი. ის ამას არ დაასრულებს, სანამ ჩვენ ერთად არ დავასრულებთ მას“, - განაცხადა ზელენსკიმ.