სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებით, ქვეყანა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების გაგრძელებით დაინტერესებულია. მისივე თქმით, მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანულ მხარესთან არაფორმალური კონტაქტებიც არსებობს. მირზოიანმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ბაქო მოლაპარაკებების გაგრძელებას დათანხმდება. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში, აზერბაიჯანმა სომხეთს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გამართვა ორი ქვეყნის საზღვარზე შესთავაზა.