რუსეთის მორიგი ბრალდება უკრაინის ხელისუფლებას. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სარატოვის ოლქში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქ ენგელსის რაიონში გაანეიტრალეს. შეგახსენებთ, აღნიშნულ ქალაქში, სამხედრო აეროპორტი მდებარეობს, სადაც რუსული სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული. უკრაინულ მხარეს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.