ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების საკითხს კვლავ აქტიურად განიხილავენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი გუნდის წარმომადგენლები პოზიციას არ იცვლიან და დაპირებული სამუშაო ჯგუფების შექმნას არ გეგმავენ. ხელისუფლების ოპონენტები კი ქართულ ოცნებას აკრიტიკებენ და აცხადებენ რომ მმართველ გუნდს არ სურს , საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. აღსანიშნავია ისიც რომ ქართულ ოცნებას მესამე სექტორი და ექსპერტებიც აკრიტიკებენ.