CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან წითელი ზღვის თავზე გაშვებული 24 რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს. აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხომალდები არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა. „ჰუსიტებმა“ თავდასხმები ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ დაიწყეს. ისინი ირწმუნებიან, რომ პალესტინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მათი სამიზნე ისრაელთან დაკავშირებული გემებია. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურის, ბრედ კუპერის განცხადებით, „ჰუსიტების“ მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ბევრ თავდასხმას ისრაელთან კავშირი არ ჰქონია.