ვაშინგტონის სასამართლოში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმუნიტეტის საქმეზე მოსმენა შედგა. ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტებს იმუნიტეტი უნდა ჰქონდეთ. მისივე თქმით, თუ აღნიშნული საქმე გაგრძელდება, შესაძლოა თანამდებობის დატოვების შემდეგ, დევნის ობიექტი პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გახდეს. სასამართლო პროცესის განმავლობაში, ტრამპის უფლებადამცველები ცდილობდნენ, სააპელაციო სასამართლოს კოლეგია დაერწმუნებინათ, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დაცული უნდა იყოს იმ ბრალდებებისგან, რომლის მიხედვითაც, ის უკანონოდ ცდილობდა 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმებას. სასამართლომ პროცესზე მხარეთა არგუმენტები მოისმინა. ტრამპმა სასამართლო მალევე დატოვა.