სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წელი შეაჯამა. ბოლო 11 თვის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7%-ია, ინფლაციის მონაცემი კი, მიზნობრივზე დაბალი - 3%. ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ისეთმა სფეროებმა შეიტანეს, როგორებიცაა ვაჭრობა, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა. 2023 წელს ინფლაციის დაბალ მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედა ზეთისა და მედიკამენტების ფასების კლებამ. მსუბუქი ავტომობილების, სპილენძისა და მადნების, ასევე ღვინოების ექსპორტის შედეგად, ქვეყანამ 5 ნახევარ მილიარდზე მეტი მიიღო. იმპორტიდან მიღებული შემოსავალი 14 მილიარდი დოლარია.