„ქართული ოცნების" დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფები საჭიროების მიხედვით შეიქმნება და ოპოზიციას მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება.
მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადაც საჭიროება არ არსებობს, სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას.
„როგორც კი მუშაობა წარიმართება, ყველგან სადაც ამის საჭიროება იქნება და ოპოზიციის მხრიდან სურვილი იარსებებს, მათი ჩართვის შესაძლებლობა იქნება. ოპოზიციას საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა ექნება.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადაც საჭიროება არ არსებობს, სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას. ახლა ვართ ეტაპზე, როცა კონკრეტული საჭიროების მიხედვით - თუკი კონკრეტული მიმართულება სამუშაო ჯგუფის საჭიროებას გამოიწვევს, ასეთი შესაძლებლობა გამოყენებული იქნება და ოპოზიციას მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნება.
ოპოზიციის დამოკიდებულება ასეთია - ისინი ყველა შესაძლებლობას იყენებენ იმისთვის, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკული მოსაზრებები გამოიგონონ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.