ენტონი ბლინკენი - არაფერია უფრო სასტიკი და ამაზრზენი, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ისრაელს გენოციდურ ქმედებებში ადანაშაულებს - Palitra News

ენტონი ბლინკენი - არაფერია უფრო სასტიკი და ამაზრზენი, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ისრაელს გენოციდურ ქმედებებში ადანაშაულებს

2024-01-09 15:39:28+04:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს სტუმრობს. ბლინკენი თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა. მისი თქმით, არაფერია უფრო სასტიკი და ამაზრზენი, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ისრაელს გენოციდურ ქმედებებში ადანაშაულებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას ისრაელის პრეზიდენტმა სამხრეთ აფრიკა საქმის აღძვრისთვის გააკრიტიკა და ბლინკენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ისრაელის პრეზიდენტის შემდეგ ენტონი ბლინკენი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ომის კაბინეტის წევრებს შეხვდება.