სოფო ჯაფარიძე - „მედ გიდის“ გუნდი ვირუსებთან დაკავშირებით უფასო ონლაინ კონსულტაციებს გთავაზობთ - ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია - Palitra News

სოფო ჯაფარიძე - „მედ გიდის“ გუნდი ვირუსებთან დაკავშირებით უფასო ონლაინ კონსულტაციებს გთავაზობთ - ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია

2024-01-09 15:37:57+04:00

მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე გრიპის ვირუსების აფეთქებასთან დაკავშირებით უფასო ონლაინ კონსულტაციის პლატფორმის გიდ მედის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განმარტებით, ჯანდაცვის სისტემა ისევ გაუმართავია და ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ გამოწვევებთან გამკლავებას. ჯაფარიძე საჭიროდ თვლის, რომ აქტიურად ჩაერთონ პროცესში და მოსახლეობას ყველა შესაძლო დახმარება გაუწიონ.