CNN-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთა შორის ქართული ხარჩოც მოხვდა. „მჟავე ქლიავის სოუსი, რომელსაც ტყემალი ეწოდება, საქართველოს ერთ-ერთ საყვარელ კერძს, ტრადიციულ წვნიანს მკვეთრ და პიკანტურ გემოს ანიჭებს. ის მზადდება დაუმწიფებელი ქლიავისგან, რომლის სიმჟავეც აბალანსებს წვნიანში მომზადებული ძროხის ცხიმიანი ხორცისა და დაფქვილი ნიგვზის მდიდარ გემოებს. არომატები მოდის სუნელების ნარევისგან - ხმელი სუნელისგან, ქინძის, ქონდრისგან, ულუმბოს, შავი პილპილისა და სხვა ინგრედიენტებისგან“, - წერს CNN-ი ქართულ კერძზე. CNN-ის აღნიშნულ რეიტინგში ასევე მოხვდა: უკრაინული - ბორშჩი, ნიგერიული - ბანგა, პორტუგალიური - კაბო ვერდე, ესპანური - გაზპაჩო, დასავლეთ აფრიკის - მიწისთხილის წვნიანი, ამერიკული - გამბო, ასევე ტაილანდური, იაპონური, ინდონეზიური და თურქული წვნიანები.