ვაშინგტონში, თეთრი სახლის კომპლექსის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა - Palitra News

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კომპლექსის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა

2024-01-09 12:30:58+04:00

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კომპლექსის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. შეჯახება ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საიდუმლო სამსახურის კომუნიკაციების ხელმძღვანელის განცხადებით, მძღოლი დაკავებულია და ინციდენტის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.