ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროს მათი კიდევ ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა. ქვეყნის თავდაცვაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის შემდეგ დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 180-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში, ომის დაწყებინდა დღემდე ისრაელის 1300-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა. ღაზას სექტორის ოფიციალური უწყებების განცხადებით, რეგიონში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია. მათივე ცნობით, მოსახლეობას მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა არ აქვთ, განადგურებულია თითქმის ყველა საავადმყოფო.