უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, დაამტკიცებს თუ არა აშშ-ის კონგრესი დამატებით დაფინანსებას. მისი თქმით, თუ უკრაინის მხარდაჭერა შეჩერდება, მაშინ რუსეთმა შეიძლება ფრონტის ხაზზე წარმატების მიღწევა დაიწყოს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის დამარცხება ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების საუკეთესო სტრატეგიულ ინტერესებში შედის. მისი თქმით,უკრაინა უნდა იყოს ის თემა, რომელიც ცივილიზებულ მსოფლიოს აერთიანებს და არა ყოფს. კულებას განმარტებით, მოკავშირეები უკრაინას ომის „გაყინვისკენ“ არ უბიძგებენ.