პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა. ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი დაიღუპა. ხმაური იყო მარნეულის პოლიციის სამმართველოსთან, სადაც მოქალაქეები და ცხოველთა უფლებების დამცველები მივიდნენ. შეკრებილები ძაღლზე ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირის კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დასჯას მოითხოვდნენ.