9 რეკომენდაციის გარშემო სამუშაო ჯგუფების შემნის საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მმართველი პარტიის მისამართით კრიტიკის საფუძველი გახდა. ხელისუფლების ოპონენტებს რჩებათ განცდა რომ ქართულმა ოცნებამ სამუშაო ჯგუფების შექმნა ოპოზიციასთან დებატების შიშით გადაიფიქრა. ფიქრობენ რომ ,,ქართული ოცნება" არცერთ რეკომენდაციას არ შეასრულებს, რადგან მათი მიზანი ქვეყნის ევროინტეგრაცია არ არის. პარტია ,,საქართველოსთვის" წევრები კი მიიჩნევენ რომ ივანიშვილის გუნდის შეცვლილი რიტორიკა მათ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირებზე მიუთითებს.