იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში სეზონური ვირუსების გავრცელება მატულობს. მისი თქმით, სეზონური გრიპი განსაკუთრებით საფრთხეს 5 წლამდე ბავშვებისთვის წარმოადგენს. ძირითადი სიმპტომები კი ცხელება, კუნთების ტკივილი,უმადობა, ხელება და ყელის ტკივილია. ამ ეტაპისთვის გაზრდილია მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში და სექტორი სრული დატვირთვით მუშაობს. მედიკოსები მშობლებს ურჩევენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, რათა შემდგომი გართულებები თავიდან აიცილონ.