რუსები ადგილობრივი წარმოების რუსული ღვინის შემდეგ ყველაზე ხშირად ქართულ ღვინოს მოიხმარენ. ამის შესახებ ღვინის სკოლა LenWine-ის კვლევაში წერია, რომლის ამოცანა რუსეთში ღვინის მოხმარების კულტურის თავისებურებების გარკვევა იყო. აღსანიშნავია, რომ ქვეყნების ჩამონათვალში მესამე პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონი, ოკუპირებული აფხაზეთი ცალკე არის დასახელებული და კვლევის მიხედვით, მესამე ადგილზეა. შემდეგ მოდის იტალია და საფრანგეთი. კველვის ავტორებმა 100 ათასზე მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქებში მცხოვრები 18-დან 60 წლამდე ასაკის რესპონდენტები გამოკითხეს. გამოკითხულთა 23% ღვინოს თვეში რამდენჯერმე, 20% ექვს თვეში ერთხელ, 19% თვეში ერთხელ, ხოლო 17% კვირაში ერთხელ სვამს. რაც შეეხება ფასებს, რუსების 44% მზად არ არის 800 რუბლზე, ანუ 8 დოლარზე ძვირი ღვინო შეიძინოს.