ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპამ იარაღის ერთობლივი წარმოება უნდა გააფართოვოს. მისივე თქმით, ეს სიტუაციის ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში ევროპას საშუალებას მისცემს თავი დაიცვას. ამასთან, ზელენსკის განცხადებით, ცაში პოზიციების გასაძლიერებლად და რუსეთის დასასუსტებლად, უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება. მანვე აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას საშუალებას მისცემს მტერს ცის კონტროლი და უკრაინის პოზიციებზე საჰაერო დარტყმების საშუალება წაართვას.