ენტონი ბლინკენი კატარის პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - Palitra News

ენტონი ბლინკენი კატარის პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2024-01-08 09:17:18+04:00

ენტონი ბლინკენი კატარის პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მისი განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში არსებული ღრმა დაძაბულობის მომენტში აშშ უფრო ფართო კონფლიქტის თავიდან აცილებაზეა ორიენტირებული. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრები იორდანიის ლიდერებთანაც გამართა. იორდანიის მეფე აბდულა II-სთან საუბარში ბლინკენმა აღნიშნა, რომ ღაზაში მიმდინარე ომს, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. მისივე თქმით, ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებია ხელშესაწყობად, აშშ ისრაელთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.