ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, მიმდინარე წლის ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, შარლ მიშელი თანამდებობას ვადამდე დატოვებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საბჭოს მოქმედი პრეზიდენტი პარლამენტის წევრობის კანდიდატი იქნება, რადგან შარლ მიშელი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე უნდა დარჩეს, როდესაც კომისართა ახალი კოლეგია შეიქმნება.