უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ღამით, რუსების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 21 ჩამოაგდეს - Palitra News

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ღამით, რუსების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 21 ჩამოაგდეს

2024-01-07 13:21:11+04:00

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ღამით რუსების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 21 ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა და საშუალებებმა მოწინააღმდეგის 21 დრონი ჩამოაგდეს. საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები. საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ვინიცას და ჩერკასის ოლქებში.