თბილისში საშობაო ალილო იმართება . შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და სამების ტაძარში დასრულდება. თეატრალიზებული მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩებს გაივლიან, რის შემდეგაც მათ პარლამენტის შენობასთან პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები სხვადასხვა სახის ნობათს გადასცემენ. მსვლელობის მონაწილეებს დღესასაწაულს დედაქალაქის საკრებულოს წევრებიც მიულოცავენ. ალილოზე შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები დახარისხდება და ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაურიგდება.