შობის სადღესასწაულო მსახურება სამების საპატრიარქო ტაძარში შესრულდება - Palitra News

შობის სადღესასწაულო მსახურება სამების საპატრიარქო ტაძარში შესრულდება

2024-01-06 14:32:45+04:00

ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურება სამების საპატრიარქო ტაძარში შესრულდება.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მსახურება 00:00 საათზე დაიწყება.

მათივე ცნობით, ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურებას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აღასრულებს.