საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-ე და 147-ე კილომეტრზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და ოცდაათ ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. უწყების თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.