დროებით ოკუპირებული ყირიმის რეგიონის ქალაქ სევასტოპოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას რუსული მედია ქალაქის ე.წ. გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი განცხადებით, სევასტოპოლისა და სტრელეცკაიას მიდამოებში დაფიქსირებული კვამლი სამხედროების მიერ შენიღბვის სტანდარტული საშუალებების გამოყენებითაა გამოწვეული. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში სახმელეთო და საზღვაო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეწყდა.