შეძლებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგაზაფხულო სესიაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლას? ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვორუმი არ შედგეს და ზურაბიშვილის გამოსვლა ჩაიშალოს. ოპონენტების კრიტიკას მმართველ პარტიაში პასუხობენ და ამტკიცებენ, რომ ამ პროცესში ზურაბიშვილისთვის ხელის შეშლა მათი მიზანი არ არის, ოპოზიციის განცხადებები კი არაფერია გარდა პოლიტიკური სპეკულაციისა.