რუსეთი ახალი სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება, შავ ზღვაში ხომალდები საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებიან - Palitra News

რუსეთი ახალი სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება, შავ ზღვაში ხომალდები საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებიან

2024-01-05 13:41:22+04:00

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია გუმენიუკის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაზე მორიგ სარაკეტო დარტყმას ამზადებს.

მისივე თქმით, რუსებმა გუშინ შავ ზღვაში ფრეგატი Admiral Makarov და ფრეგატი Admiral Essen-ი საბრძოლო მორიგეობის რეჟიმზე გადაიყვანეს.

„ანუ ორი ფრეგატი საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფება. ეს არის ზღვიდან სარაკეტო საფრთხის უკიდურესად მაღალი დონე“, - აღნიშნა გუმენიუკმა.

მისი თქმით, „კალიბრი“ რაკეტები მაღალი სიზუსტის იარაღია, რომელსაც შეუძლია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიაღწიოს და ამიტომ, საზოგადოებამ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალების მიმართ ყურადღება უნდა გამოიჩინოს.