“ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფოებრივ პოზიციაზე დაბრუნებისაკენ მოუწოდებს. ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლაზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ ეს ზურაბიშვილის უფლებაა, რომელსაც მას არავინ უზღუდავს. მათივე მტკიცებით, ის ვინც პოლიტიკურ პროცესში ეჭვიანობას გაჰყვება, თავისივე ეჭვების მსხვერპლი გახდება.