ერაყის პრემიერ-მინისტრი ბაღდადში განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობას აშშ-ის მეთაურობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას აკისრებს.
„ერაყის შეიარაღებული ძალები თავდასხმაზე პასუხისმგებლობას საერთაშორისო კოალიციის ძალებს აკისრებს“, - განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანიმ.
ერაყის პრემიერმა ბაღდადში, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰაშედ ალ-შააბის შტაბ-ბინაზე განხორციელებულ შეტევას საშიში ესკალაცია უწოდა.
Reuters-ის ცნობით, შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.