რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის კატერინივკას დასახლებას დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი - დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მარინკის თემში, კატერინივკაში საარტილერიო დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა“, - დაწერა ვადიმ ფილაშკინმა „ტელეგრამ“ არხზე.
ცნობისათვის, დღეს დილით რუსებმა მარინკას, ავდეევკასა და კურახოვოს დაარტყეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები დაზიანდა.