პოლიციამ „თიბისი ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა - Palitra News

პოლიციამ „თიბისი ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა

2024-01-04 14:40:34+04:00

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თბს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დააკავეს. დაკავებული 39 წლის გუგა გოცირიძეა, რომელიც წარსულშიც ნასამართლევია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს . შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. თავდამსხმელმა ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოახერხა. დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება