საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. დიდთოვლობასთან ერთად ქვათაცვენა დაფიქსირდა სვანეთში, სადაც მოძრაობა ამ დრომდე შეუძლებელია. ადგილზე სპეციალური ტექნიკა და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, რომლებიც გზის გაწმენდას ცდილობენ, თუმცა ხელს უამინდობა უშლით.