როიტერის ინფორმაციით, ირანში გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან აფეთქების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანის ცენტრალურ ქალაქ ქერმანში, გენერლის გარდაცვალების მეოთხე წლისთავზე, ორი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი ოფიციალური პირის განცხადებით, აფეთქებები ტერორისტული თავდასხმების შედეგია. ქერმანის პროვინციის წითელი ნახევარმთვარის ხელმძღვანელის თქმით, სწრაფი რეაგირების ჯგუფები დაშავებულების ევაკუაციას ახორციელებენ. შეგახსენებთ, გენერალი ყასემ სულეიმანი 2020 წლის იანვარში აშშ-ის მიერ უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული შეტევის შედეგად დაიღუპა.