ევროკავშირი რუსეთს მორიგ სანქციებს უწესებს. ამჯერად, ალიანსის სანქციების ქვეშ ბრილიანტების მწარმოებელი უმსხვილესი რუსული კომპანია და მისი აღმასრულებელი დირექტორი მოექცნენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ალიანსმა ბრილიანტების მწარმოებელი კომპანია Alrosa და მისი აღმასრულებელი დირექტორი, სანქციების მე-12 პაკეტთან ერთად, ბრილიანტების აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დაასანქცირა. კომპანიას ევროკავშირის გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.