მოახერხებენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია 9 დათქმის გარშემო გაერთიანებას? - ოპოზიცია და ხელისუფლება შექმნილ მდგომარეობას სხვადასხვაგვარად განმარტავს - Palitra News

მოახერხებენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია 9 დათქმის გარშემო გაერთიანებას? - ოპოზიცია და ხელისუფლება შექმნილ მდგომარეობას სხვადასხვაგვარად განმარტავს

2024-01-03 19:06:38+04:00

მოახერხებენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია 9 დათქმის გარშემო გაერთიანებას ჯერჯერობით უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მთავარი მოთხოვნა კოორდინაცია და მხარეების ერთად მუშაობაა, ოპოზიციას არ აქვს იმედი, რომ “ქართული ოცნება” დათმობაზე წამოვა და ოპონენტებთან ითანამშრომლებს. მათივე განმარტებით, რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება, ოპოზიციამ კი ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, რათა დათქმები შესრულდეს. როგორ პასუხობენ ოპოზიციას მმართველ პარტიაში, ხატია სამხარაძე გვეტყვის.