რუსებმა ხერსონი დაბომბეს - Palitra News

რუსებმა ხერსონი დაბომბეს

2024-01-03 16:41:22+04:00

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

„რუსულმა ჯარმა სოფელ სადოვოეში მოხუცი მამაკაცი მოკლს. დაახლოებით 11:10 საათზე საოკუპაციო ძალებმა სოფელს არტილერიით დაარტყეს. ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ადგილობრივი მცხოვრები სახლის ნანგრევების ქვეშ დაიღუპა“, - წერს პროკუდინი „ტელეგრამის“ პირად არხზე.

ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს ცნობით, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს დეოკუპაციის შემდეგ, რუსებმა დაახლოებით 230 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 900-ზე მეტი დაჭრეს.