ოპოზიცია სახელისუფლებო გუნდს კვლავ აკრიტიკებს და ქართულ ოცნებას ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებისათვის საჭირო რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ. როგორც ბაჩო დოლიძე აცხადებს, ყველაფერი მმართველი პარტიის ხელშია და მიაჩნია, რომ ყველა სექტორში საჭირო რეფორმებია გასატარებელი. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, ისინი მზად არიან რომ ოპოზიციასთან ერთად იმუშაონ რეფორმების გასატარებლად და მათ ამაში ხელს არავინ შეუშლის.