საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელგიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს. ბელგია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ოფიციალური ბრიუსელი ამ პოსტს 30 ივნისამდე დაიკავებს და ამ მოვალეობას მეცამეტედ შეასრულებს. ბელგიას აქვს დაახლოებით 150 საკითხი, რომელიც ევროპარლამენტის ბოლო გენერალური ასამბლეის სესიამდე უნდა დასრულდეს, მათ შორისაა, ევროკავშირის ბიუჯეტის გადახედვა, უკრაინის დახმარება და მიგრაციის და თავშესაფრის შესახებ შეთანხმებები.